მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით.
ამის შესახებ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეს ბიზნესმენებმა, რომლებიც ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ, ახლახან გადადგნენ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან.
“არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის მოთხოვნის უფლება, მაგრამ ჩემი მოთხოვნა არის საპარლამენტო კომისიის შექმნა ამ საკითხზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
იგივე განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც დასძინა, რომ მზად არიან ყველა დოკუმენტი გადასცენ, თუკი ასეთი საპარლამენტო კომისია შეიქმნება.
ამავე კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დასვა.