ახალი ამბები

დიაბეტი შეიძლება განიკურნოს

25 აგვისტო, 2014 • • 2217
დიაბეტი შეიძლება განიკურნოს

კვლევები აჩვენებს, რომ დიაბეტის პირველი და მეორე ფორმა ყალიბდება მაშინ, როდესაც ჰორმონი ამილინი იწყებს დაჯგუფებას, გარს ეხვევა უჯრედებს და არ აძლევს მას ინსულინის გამომუშავების საშუალებას.

 

ინსულინს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სისხლის საშუალებით შაქარი ენერგიის გამოსამუშავებლად კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილს მიეწოდოს. მაგრამ ინსულინის ნაკლებობა სისხლში გლუკოზის საშიშ დონემდე მატებას იწვებს, რაც აზიანებს გულს, თირკმელებს, თვალებსა და ნერვებს.

 

ახალმა აღმოჩენამ შეიძლება გზა გაუხსნას წამლებს, რომლებიც შეაჩერებენ ამილინის ზრდას, ან დაშლიან უკვე არსებული ამილინის დაჯგუფებებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, 2030 წლისათვის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწევს და ეს დაავადება სიკვდილიანობის გამომწვევი მე-7 ძირითადი მიზეზი იქნება.

 

საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.

 

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, საქართველოში დიაბეტით დაავადებული დაახლოებით 105 110 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის 37 710-მა (36%) არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ – არა აქვს დიაგნოზი დასმული (IDF Diabetes Atlas, 5-th edition, 2012).

მასალების გადაბეჭდვის წესი