ხელოვნება

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღე

16 სექტემბერი, 2013 • 1478
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღე

ფილმი ტრანსციმბირული მილსადენის შესახებაა, რომლის მნიშვნელობა ბუნებრივი გაზის წყალობით 1983 წელს გაიზარდა, როდესაც რუსეთმა გაზით ევროპის მომარაგება დაიწყო. პრეზიდენტ პუტინის განცხადების თანახმად, რუსეთის ბიუჯეტის ნახევარს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს.

 

ფილმში ასახულია მისლსადენის მიდამოებში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურობა: გაყინულ მდინარეში დაჭერილი მკვდარი თევზები, მატარებლის ვაგონში ჩატარებული წირვები, ძველ სარეცხ მანქანაში მცხოვრები ძაღლები, არსებული პირობებით უკმაყოფილო მოსახლეობა და  მომავლის უქონლობის შიშით გამოცოცხლებული კომუნისტური იდეები – ეს ყველაფერი მკაფიოდ წარმოაჩენს თანამედროვე რუსეთის აბსურდულ ყოფას.

2013 წელს გადაღებული ფილმის რეჟისორის ვიტალი მანსკია. იგი 1963 წელს დაიბადა ლვოვში. 1990 წელს დაამთავრა გერასიმოვის კინემატოგრაფიული ინსტიტუტი. 1989 წელს გადაიღო პირველი ფილმი, აქედან მოყოლებული მან 30-ზე მეტი ფილმი შექმნა, რომლებიც ასობით კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები.

რეჟისორი ვიტალი მანსკი
რეჟისორი ვიტალი მანსკი

ვიტალი მანსკის 50-ზე მეტი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის ლაიფციგის კინოფესტივალის ვერცხლის მტრედი და პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის  ლოკარნოს კინოფესტივალზე. ასევე ოთხჯერ იყო ნომინირებული Nika award-ზე. 1996 წლიდან იგი მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანიც 1930-1990 წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფაზე გადაღებული სამოყვარულო ფილმების შეგროვება-შენახვაა. რჩეული ფილმოგრაფია: „ებრაული ბედნიერება“ (1991), „პირადი ქრონიკები. მონოლოგი“ (1998), „პუტინი. ნაკიანი წელიწადი“ (2001), „ანატომია T.A.T.U.“ (2003), „ქალწულობა“ (2008), „აისი და დაისი“ (2008), „დალაი ლამა 14“ (2008), „ნიკოლინა გორა. ეპილოგი“ (2009), „სამშობლო ან სიკვდილი“ (2011). 

 

14:30 “ფოკუსი დიდ ბრიტანეთზე” სექციაში წარმოდგენილი პირველი ფილმის ჩვენება იქნება “ბრიტანული ამპარტავნების სახელმძღვანელო”. 

 

გამოჩენილი ბრიტანელი ხელოვანი ენდრიუ ლოგანი გადაწყვეტს, “მის მსოფლიოს” ალტერნატიული კონკურსი ჩაატაროს. შოუს მონაწილეები ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც მაყურებელთა წინაშე დამაინტრიგებელ, სკანდალურ კოსტუმებში წარდგებიან. ცერემონიის წამყვანი ენდრიუ ლოგანია.

 

კონკურსის ჟიურის წევრი მხატვარი დევიდ ჰოკნია, გამარჯვებული – რეჟისორი დერეკ ჯარმენი, ენდრიუს კოსტუმის დიზაინი კი ზანდრა როუდს ეკუთვნის. ხელოვანს სხვა ცნობილ სახეებთანაც უთანამშრომლია, მათ შორის არიან: მერიკვანტი, ბიბა, ვივიენ ვესტვუდი, ალექსანდრ მაკქუინი, ბრაიან ენო, მადონა, გვინეტ ფელთროუ, ელტონ ჯონი, ტონი ბლერი და სხვები. თავად ენდრიუ ლოგანი ამ შოუს თავისი ცხოვრების მთავარ პროექტად მოიხსენიებს.

ჯეს ბენსტოკის  მოკლემეტრაჟიან ფილმებს ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს ფესტივალებზე მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. ჯერ კიდევ სამსახიობო სკოლაში სწავლისას დააარსა სახელგანთქმული “მერიმაკისშოუ”. მისი ნამუშევრები თეატრალურობითა და სხარტი იუმორით გამოირჩევა. ბენსტოკის ცნობილი ფილმებია: “The Box”, ტილდა სუინტონის მონაწილეობით, “Orders of Love”, “Holocaust Tourist”და“Poof”. რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი, ლონდონის კინოფესტივალის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, “Tagger”, მაიკლ ფიგისთან თანამშრომლობით შეიქმნა.

 

18:30 კინოთეატრ “აპოლოში” ფესტივალის არასაკონკურსო სექციის ფორმატში (“ფოკუსი დიდ ბრიტანეთზე”) ფილმს “ნასესხები დრო” აჩვენებენ. ჯული ბიშოპის ფილმში თეო ბარკლამ ბიგსი, ფილიპ დევისი, ოურენ ბრაუნი, ჯულიეტ ოლდფილდი, პერი ბენსონი მონაწილეობენ.

 

„ნასესხები დრო“ გვიყვება ორ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ადამიანზე. ისინი იძულებულნი არიან ერთად ეძებონ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ფილმის გმირები ემშვიდობებიან ბავშვობას, იბრუნებენ ახალგაზრდობას და, რაც მთავარია, არ კარგავენ იმედს…

 

ჯულ ბიშოპი ბორნმაუთის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა სახვით ხელოვნებას. მოგვიანებით სწავლა ლონდონის კინოსკოლაში განაგძო. ამ პერიოდში ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ბიშოპი წარმატებული სცენარისტი, ფოტოგრაფი და მხატვარია. 2008 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს პროდიუსერ ოლივერ კემპფერთან. „ნასესხები დრო“ მათი ერთობლივი პროექტია.

დღესვე, 20:30 საათზე ანჟეი ვაიდას ახალი ფილმის, “ვალესა- იმედის ადამიანი” ჩვენება გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი