ნეტგაზეთი | წინასწარი მონაცემებით აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა წინასწარი მონაცემებით აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა – Netgazeti
RU | GE  

წინასწარი მონაცემებით აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში  50,57 პროცენტით კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს აფხაზეთში ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განუცხადა. 

 

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში გუშინ, 24 აგვისტოს გაიმართა. 


რაულ ხაჯიმბა; ფოტო: იტარ-ტასი
რაულ ხაჯიმბა; ფოტო: იტარ-ტასი


აფხაზეთში პრეზიდენტობისთვის  ოთხი კანდიდატი იბრძოდა – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა. “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, კანდიდატებმა ეროვნული ერთიანობის მისაღწევად შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათ ასევე გადაწყვიტეს, დიალოგის გაძლიერებისა და კრიზისული სიტუაციის მართვისთვის შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. 

 

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.


აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1993 წელს გამოაცხადა. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად ითვლება. 


აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოს უწოდებს და საერთაშორის თანამეგობრობას მოუწოდებს დაგმოს აღნიშნული არჩევნები. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია