ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში წინა საუკუნის 50-60-იან წლებში დარგული ევკალიპტის ხეები მოჭრეს

1 მარტი, 2019 •
გალში წინა საუკუნის 50-60-იან წლებში დარგული ევკალიპტის ხეები მოჭრეს

“გალის რაიონში 60-70 წლის ოცდარვა 10-მეტრიანი ევკალიპტის ხე ბარბაროსულად გაანადგურეს”, – ფაქტის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია “ნუჟნაია გაზეტა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხეები მოჭრეს ტოტებისა და ფოთლოვანი ნაწილის სამკურნალო მიზნით გამოსაყენებლად.

“დანაშაულის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაჭრილი კუნძები და მსხვილი ტოტები შეამჩნიეს. ევკალიპტის ხეივანი, რომელიც 200 მეტრი სიგრძეზე იყო გადაჭიმული, პრაქტიკულად განადგურებულია”, – წერს გამოცემა.

აქვე მედიაგამოცემა ეკოლოგ ანზორ კირთაძეს ციტირებს, რომლის ინფორმაციით, ევკალიპტის განადგურების ფაქტი პირველი არ არის გალის რაიონში. ბოლო შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა კი შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი