ახალი ამბები

ორშაბათს პარლამენტში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმენენ

1 მარტი, 2019 • 894
ორშაბათს პარლამენტში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმენენ

4 მარტს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს მოუსმენენ. თიბისი ბანკის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ჯაფარიძე და ხაზარაძე მზად არიან, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, კობა გვენეტაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას არ დაესწრება. ცენტრალური ბანკის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სხდომაზე მიწვევა ბანკის პრეზიდენტს არ მიუღია.

26 თებერვალს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეწყდა. შესაბამისად, TBC Bank Group-ის აქციონერებს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მიეცათ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ამის მიზეზად კობა გვენეტაძის განცხადება დაასახელა, რომელმაც თქვა, რომ საბანკო ზედამხედველობის პროცესში სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები საჯარო არ არის, შესაბამისად, სხდომაზე ამის შესახებ ღიად ვერ ისაუბრებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი