ახალი ამბები

ბინ ლადენის შვილზე ინფორმაციისთვის აშშ-მა $1 მლნ დააწესა

1 მარტი, 2019 •
ბინ ლადენის შვილზე ინფორმაციისთვის აშშ-მა $1 მლნ დააწესა

“ალ ქაიდას” ყოფილის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შვილზე, ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციისათვის ჯილდოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.

დეპარტამენტის თანახმად, ჰამზა ბინ ლადენი მამის სიკვდილის შემდეგ “ალ ქაიდას” გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

აშშ-მა ჰამზა ბინ ლადენი 2017 წლის იანვარში შეიყვანა “გლობალურ ტერორისტთა სპეციალურ სიაში”.

რადიო თვავისუფლების თანახმად, 2016 წლის ივლისის აუდიოჩანაწერში ჰამზა ბინ ლადენი იმუქრება, რომ მამის მოკვლისთვის აშშ-ზე შურს იძიებს.

ბინ ლადენი აშშ-ის სამხედრო ძალებმა 2011 წლის 2 მაისს მოკლეს პაკისტანში.

ალ-ქაიდა, სხვა თავდასხმებთან ერთად, პასუხისმგებელია აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმაზე, რომელსაც 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იგი გაეროს უშიშროების საბჭოს, ნატოს, ევროკავშირის, რუსეთის და ა.შ. მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი