ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისი ბანკს 34 მლნ აშშ დოლარის სესხი გამოუყო. ბანკის ინფორმაციით, ხუთწლიანი სესხი საქართველოში საშუალო და მცირე საწარმოების დაკრედიტებას მოხმარდება.
მათივე ცნობით, მიღწეული შეთანხმება EIB-სა და თიბის ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და ეს თანხა კომერციული ბანკის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია.