ფილიპინეის დედაქალაქი მანილა, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ცნობილია მიწურებითა და ქოხებით, რომლებიც კომპაქტურადაა განლაგებული ცალკეულ უბნებში.

მიწურებში მცხოვრებ არაპრივილეგირებულ მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ ისეთ საყოფაცხოვრბო პირობებზე, როგირიც ელექტროენერგიაა.

2010 წელს ფილიპინურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Myshelterfoundation წამოიწყო კამპანია “ერთი ლიტრი სინათლე”. პროექტის ფარგლებში მანილას არაპრივილეგირებულ მოსახლეობას გადაეცა ბოთლი ნათურები, რომლებიც მზის ენერგიით მუშაობს.

2010 წლიდან დღემდე პროექტის ფარგლებში 120 ათას ოჯახს ფილიპინებში და 300 ათას ოჯახს მსოფლიოში გადაეცა ბოთლი-ნათურები.

Myshelterfoundation-ის ინფორმაციით, მცხოვრებლებმა მილიონობით პესო დაზოგეს ელექტროენერგიის გადასახადში.

 

ნათურა ბოთლისგან მოიფიქრა ალფრედ მოსერმა, რომლის შესაქმნელად გამოიყენება ბოთლი, წყალი და ქლორი. ბოთლი ანათებს 55-ვატიანი ნათურის სიმძლავრით.

მისი უპირატესობა ისაა, რომ არის ეკოლოგიური, დამზადება იოლია და მისგან მიღებულ სინათლეში თანხები არ იხარჯება.

ფილიპინებში დაწყებულმა პროექტმა გამოძახილი პოვა ინდონეზიაში, ეგვიპტეში, ბანგლადეშში, კენიაში, ახლო აღმოსავლეთში, უგანდაში, გვატემალაში, კამბოჯაში, ინდოეთში, კოლუმბიაში, პერუსა და შვეიცარიაში.

Myshelterfoundation-ს სურს, რომ 2015 წლისთვის მილიონამდე ბოთლი-ნათურა დაამონტაჟოს მსოფლიოს მასშტაბით.

ბოთლი-ნათურები მოხალისეებმა შეაგროვეს მანილას აგლომერაციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კეზონში. © EPA, 30.11.2011

ბოთლი-ნათურები მოხალისეებმა შეაგროვეს მანილას აგლომერაციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კეზონში. © EPA, 30.11.2011

მოხალისე ველოსიპედისტები ურიგებენ მოსახლეობას ბოთლებს. © EPA, 30.11.2011

ფილიპინების არმიის ჯარისკაცები ამონტაჟებენ ბოთლს ქოხის სახურაზე. © EPA, 30.11.2011

ფილიპინების არმიის ჯარისკაცი ამონტაჟებს ბოთლს ქოხის სახურაზე. © EPA, 30.11.2011

ფილიპინების არმიის ჯარისკაცები ამონტაჟებენ ბოთლს ქოხის სახურაზე. © EPA, 30.11.2011

მანილას აგლომერაციის მცხოვრებს გადასცეს წყლით სავსე ბოთლი, რომელიც ნათურად უნდა გამოიყენოს. © EPA, 30.11.2011

ფილიპინელი სიმპლიციო მონდასი შვილ ოლივია და შვილიშვილებთან მარისტელა და მიგელთან ერთად დგას ალხად დამონტაჟებული ბოთლი-ნათურის ქვეშ. © EPA, 30.11.2011

ფილიპინელი სიმპლიციო მონდასი შვილ ოლივია და შვილიშვილებთან მარისტელა და მიგელთან ერთად დგას ალხად დამონტაჟებული ბოთლი-ნათურის ქვეშ. © EPA, 30.11.2011

ფილიპინელი მეწარმე და აქტივსტი ილაკ დიასი გადამუშავებული მასალისგან მოწყობილი პავილიონის წინ აჩვენებს მზის ბოთლ-ნათურებს © EPA, 24.04.2013

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *