თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქში ზონალური პარკინგის საათობრივი ფასი მინიმუმ 50 თეთრი უნდა იყოს. როგორც ხმალაძე განმარტავს, ფასებზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა და მსჯელობა საკრებულოსთან ერთად გაგრძელდება.
ვიცემერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული ფასი შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, პარკირების ფასი გაიზრდება:
“საფასური ჯერ დადგენილი არ არის. საფასური დადგინდება საკრებულოსთან ერთად მსჯელობის შედგეად. საფასურის დადგენა უნდა დავიწყოთ მინიმალური ოდენობიდან და უნდა გაიზარდოს პროცესში დაკვირვების შედეგად. მან უნდა მოგვცეს შედეგი, რაც იქნება იმ არეალზე სატრანსპორტო საშუალების თავმოყრა და პარკირება.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავადგენთ საფასურს, რომელიც არ განაპირობებს იმას, რომ შემცირდა მანქანის მოხმარება და მანქანის ამ ადგილზე გადაადგილება, ეს ნიშნავს იმას, რომ საფასური არაა სწორი და მოგვიწევს მისი ერთი საფეხურით გაზრდა. 50 თეთრი, ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ დავიწყოთ მინიმუმ 50 თეთრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ კომერციული პარკინგი 3 ლარიდან იწყება ერთ საათზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ 50 თეთრიდან – ეს ჩემი მოსაზრებაა, რაზეც საკრებულოსთან დამატებით ვიმსჯელებთ”, – ამბობს ხმალაძე.
მისი თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სხვადასხვა ტარიფი იმოქმედებს. შესაძლოა ერთსა და იმავე ქუჩაზეც განსხვავებული ტარიფით განისაზღვრო სრამდენიმე ზონა:
“უნიფიცირებული ფასი ვერსად ვერ იმუშავებს, არცერთ ქალაქში, და მეტიც, შეიძლება ერთ ქუჩაზე ყველა ზონაში არ იყოს ერთი და იგივე ტარიფი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველა რომ ავიღოთ, ვაჟა-ფშაველას ზოგიერთ მონაკვეთში საკმაოდ მაღალია მოთხოვნა პარკირებაზე, შესაბამისად, ფასებიც ამ მონაკვეთების მიხედვით უნდა იყოს დიფერენცირებული” ,- ამბობს ხმალაძე.
გამოთვალეთ რა დაგიჯდებათ წელიწადში ზონალური პარკინგით სარგებლობა, თუ საათში მისი ფასი 50 თეთრი იქნება:
თბილისში პარკინგი გაძვირდება – მერია საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღებას გეგმავს
თბილისში პარკინგი გაძვირდება – მერია საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღებას გეგმავს