ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მინისტრებს უმასპინძლებს

20 აგვისტო, 2014 • 1747
ბაქო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მინისტრებს უმასპინძლებს

“azertag”-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარეა, აპირებს მხარი დაუჭიროს ევროპის ძალისხმევას უფრო მშვიდი და უსაფრთხო სამეზობლო სივრცის უზრუნველყოფის საკითხებში.


“ეს არის მაღალი დონის კონფერენცია, რომლის მიზანია, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზით, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამის წევრ-სახელმწიფოებს შორის”, – წერს სააგენტო.


კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის პერიოდშია დაგეგმილი, ევროპული მემკვიდრეობის დღის აღნიშვნაა. ღონისძიება ოქტომბრის დასაწყისში ბაქოში ჩატარდება. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება კულტურული ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდროების დაცვის საკითხებში.



“აღმოსავლეთ პარტნიორობა” აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანასთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროექტია. პროექტი არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, ის ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას გულისხმობს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.



მასალების გადაბეჭდვის წესი