ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საბოლოოდ უნდა დავადგინოთ აზერბაიჯანთან საზღვარი – ზურაბიშვილი ბაქოში

27 თებერვალი, 2019 •
საბოლოოდ უნდა დავადგინოთ აზერბაიჯანთან საზღვარი – ზურაბიშვილი ბაქოში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საჭიროების შესახებ ისაუბრა. აღნიშნული საკითხი მან ილჰამ ალიევთან ერთად განიხილა ერთობლივ ბრიფინგზე.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადემილიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა, მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. მაგრამ ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დელიმიტირებული ამ დრომდე არ არის. ორ ქვეყანას შორის საზღვრის სიგრძე, ქართული მხარის მონაცემებით, 446 კილომეტრს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი