ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის რეგიონში სამხედრო ობიექტები შენდება

19 აგვისტო, 2014 • 1693
ცხინვალის რეგიონში სამხედრო ობიექტები შენდება

სამხედრო ობიექტების მშენებლობის ხარისხისა და ვადის კონტროლის მიზნით, ობიექტების მშენებლობის პროცესს ვებ-კამერების მეშვეობით ვიდეოკონტროლი უტარდება და გადაღებული მასალა სამხრეთის სამხედრო ოლქში იგზავნება.


ცხინვალისა და ჯავის სამხედრო ქალაქებში ასევე მიმდინარეობს სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურისა და დასვენების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და საერთო საცხოვრებლების, საბავშვო ბაღების, სასწავლებელი კორპუსების, სადარაჯო შენობების, სამხედრო ტექნიკისთვის საწყობებისა და ანგარების მშენებლობა.


სააგენტო “Рес”-ის ინფორმაციით, ყველა ობიექტი შენდება ახალი თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით და მთიანი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. კონტრაქტის მიხედვით, საერთო საცხოვრებლები აღჭურვილი იქნება  სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობითა და თანამედროვე ტექნიკით.


სასწავლო კორპუსი რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზაზე სამხრეთ ოსეთში
სასწავლო კორპუსი რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზაზე სამხრეთ ოსეთში


“გასულ წელს ექსპლუატაციისთვის ჩაბარდა 6 ორსართულიანი 400 კაცზე გათვილი ყაზარმა, სამი ორსართულიანი კომფორტული საერთო საცხოვრებელი 48 ოთახითა და სასწავლო კორპუსით, სამედიცინო განყოფილება და საკავშირო შტაბი”, – წერს სააგენტო “Рес”-ი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი