ახალი ამბები

სასულიერო პირის მიერ პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მოკვლევა არ დაწყებულა

19 აგვისტო, 2014 • 1518
სასულიერო პირის მიერ პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მოკვლევა არ დაწყებულა

პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან თავისუფლების შეზღუდვას 15 დღით. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სასულიერო პირის მიერ პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მოკვლევა დაწყებული არ არის. კითხვაზე, დაიწყებოდა თუ არა მოკვლევა იმ შემთხვევაში, თუ კი სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ექნებოდა არასასულიერო პირისგან, შსს-ს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ „დაზარალებულს არ ჰქონდა პრეტენზია“.

 

16 აგვისტოს სასულიერო პირების ორგანიზებით ანაკლიაში „კაზანტიპის“ ფესტივალის წინააღმდეგ აქცია ჩატარდა, მღვდლებმა კაზანტიპის ტერიტორიაზე შესვლა უშედეგოდ სცადეს. თავად ანაკლიაში კი ანაკლიისა და განმუხურის მცხოვრებლებმა კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება მოითხოვეს და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ მათ, ვისაც აღნიშნული ფესტივალის ჩატარება არ სურთ.  ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით „რეალობის ანტირეალობა“, იგივე „კაზანტიპი“, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება.

 

კადრი „ტაბულას“ ვიდეომასალიდან
კადრი „ტაბულას“ ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი