პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მთავრობის ახალი პროექტის ფარგლებში იგეგმება რეგიონებში 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, აშენდება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორია და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი.
“დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს ჩვენს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე, არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას”, — განაცხადა ბახტაძემ 26 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, 2019 წელს “დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხოლო აშენდება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორია და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი”.
ბახტაძის თანახმად, მთავრობა ამ საქმისათვის 20 მლნ ლარს გამოყოფს.