ახალი ამბები

ავჭალის რკინიგზის სადგურს შესაძლოა ვლადიმერ გოგუაძის სახელი დაერქვას

25 თებერვალი, 2019 •
ავჭალის რკინიგზის სადგურს შესაძლოა ვლადიმერ გოგუაძის სახელი დაერქვას

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია ავჭალის რკინიგზის სადგურისთვის ვლადიმერ გოგუაძის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, საკითხის განხილვის მიზნით, უახლოეს პერიოდში დაიწყებს კონსულტაციებს საქართველოს რკინიგზასთან:

„იანვარში,ტაბახმელაში იუნკერ არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე ქუჩას მიენიჭა ასევე იუნკერის, შტაბის კაპიტნის, ბესარიონ კემულარიას სახელი. 1921 წელს საოკუპაციო არმია, კოჯრის მიდამოების გარდა, გვებრძოდა სამგორში, გლდანში, ავჭალაში.

ვლადიმერ გოგუაძის ხელმძღვანელობით, ქართულმა მხარემ შეძლო რუსული არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება,“- განაცხადა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი