ახალი ამბები

იანვარში ფიზიკურ პირებზე სესხების მოცულობა დაახლოებით 265 მლნ ლარით შემცირდა

25 თებერვალი, 2019 •
იანვარში ფიზიკურ პირებზე სესხების მოცულობა დაახლოებით 265 მლნ ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან ლარში გაცემული სესხების მოცულობა 118.7 მლნ ლარით, ანუ 1 პროცენტით შემცირდა.

ლარში გაცემული სესხების მსგავსად, უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობაც 51.5 მლნ ლარით არის შემცირებული (0.3 პროცენტით)

სებ-ის თანახმად, 2018 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა  170.2 მლნ ლარით შემცირდა და 26.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

დეკემბერთან შედარებით, იურიდიულ პირებზე ლარში გაცემული სესხები იანვარში 0.4%-ით შემცირდა და 3.4 მილიარდ ლარს მიაღწია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, სესხების მოცულობა 1%-ით ანუ თითქმის 266 მლნ ლარით შემცირდა და 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

კომერციულ ბანკებში 2019 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით, დეპოზიტები 2%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებში არსებულმა დეპოზიტების რაოდენობამ გასულ თვეს  22.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 450.6 მლნ ლარით ნაკლებია დეკემბრის მაჩვენებელზე.

დეპოზიტების რაოდენობის მთლიანი კლების მიუხედავად, 2018 წლის იანვარში ვადიანი დეპოზიტების რაოდენობა 1.3%-ით ანუ 171.3 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება მოთხოვნამდე დეპოზიტებს, დეკემბერთან შედარებით მათი რაოდენობა 6.4%-ით არის შემცირებული, რაც თანხობრივად 622 მლნ ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი