საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ქალი გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, კორპუსის მესამე სართულზე დაიწვა ბინა. 60 კვ. მ. “მეხანძრეებმა დაკვამლიანების გამო კორპუსიდან გამოიყვანეს მოქალაქეები. ადგილზე 6 სახანძრო მუშაობდა,”-აცხადებენ სამსახურში. ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ შემთხვევა დღეს, 24 თებერვალს დილით მოხდა.