ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთისა და სომხეთის სამხედროების ერთობლივი წვრთნა

14 აგვისტო, 2014 • 914
რუსეთისა და სომხეთის სამხედროების ერთობლივი წვრთნა

ყველა სახის საშტატო იარაღიდან და შეიარაღებიდან საბრძოლო სროლის სწავლებაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული სპეციალური ტექნიკოსი იღებს მონაწილეობას. როგორც პრესსამსახურის შეტყობინებაშია ნათქვამი, სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები იმოქმედებენ საბრძოლო პირობებთან მიახლოებულ სიტუაციებში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე “პირობითი მოწინააღმდეგის მიერ თავდასხმის იმიტირებით და მის მიერ საავიაციო დარტყმების და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით”.

რუსულ-სომხური სამხედრო წრთვნები, ფოტო: vestikavkaza
რუსულ-სომხური სამხედრო წრთვნები, ფოტო: vestikavkaza

სწავლებაში მონაწილეობენ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.    


მასალების გადაბეჭდვის წესი