“ქართული ოცნების” წევრი ლევან კობერიძე არ აპირებს, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა იმ შემთხვევაში, თუ მისი დ აკიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩავარდება.
“ეს კანონპროექტი არ არის ის წითელი ხაზი… არავის დავპირებივარ და, შესაბამისად არც ვაპირებ”, – განაცხადა კობერიძემ იმ კითხვის საპასუხოდ, დატოვებს თუ არა უმრავლესობას კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში.
კობერიძის თქმით, მან ყურადღებით წაიკითხა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უმრავლესობა ბესელიას და 8 დეპუტატის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. დეპუტატი იზიარებს განცხადების იმ ნაწილს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მე-4 ტალღას ეხება, თუმცა მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადების შესახებ ინიციატივა “არის ის ამოსავალი წერტილი, რომელმაც შეიძლება, მშვიდ ფონზე ჩაატაროს მეოთხე ტალღა”.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს. “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დარჩება თუ არა მმართველ პარტიაში, სწორედ აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ეკა ბესელია და კიდევ 8 კანონმდებელი 7 თებერვალს გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე შეაჩეროს.
კანონპროექტს ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: გედი ფოფხაძე, საშა ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭნაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დარჩება თუ არა მმართველ პარტიაში , ეს მისი და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გუშინ, 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება და აღმნიშნა, რომ ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
ამავე თემაზე:
უმრავლესობა ბესელიას და სხვების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს – “ოცნების” პოლიტსაბჭო