ახალი ამბები

მელია ხაზარაძეზე: ივანიშვილმა ჯერ მხარდაჭერა აიძულა და 3 თვეში სახლიდან გააგდო

21 თებერვალი, 2019 •
მელია ხაზარაძეზე: ივანიშვილმა ჯერ მხარდაჭერა აიძულა და 3 თვეში სახლიდან გააგდო

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას აზრით, მამუკა ხაზარაძე არ უნდა გამორიცხავდეს დაკავებას ან ბრალის წარდგენას.

მელიას თქმით, ივანიშვილის მიზანია წარმატებული ადამიანების დაშინება და მოვლენების ასეთი განვითარება სრულად შესაძლებელია:

ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აშენებს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ყველა წარმატებული ადამიანი დაჩაგრული უნდა იყოს. ბიოლოგიურად ვერ იტანს ის წარმატებულ თუ პოტენციურ წარმატებულ ადამიანებს, რადგან ეშინია მათი. მამუკა ხაზარაძე აიძულა, დაეტოვებინა ბანკი, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია და მისი სახლი იყო. თან, აიძულა უკიდურესად ცინიკურად – აიძულა, რომ მისთვის მხარი დაეჭირა არჩევნებში. ნოემბერში გაავრცელებინა განცხადება და სამ თვეში გააგდო საკუთარი სახლიდან, ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ ამას. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები ყველასთვის დასაფიქრებლად – ე.წ. შუასშისტებისთვის, ვინც ბოლო მომენტში მაინც ბიძინა ივანიშვილს აძლევდა ხმას. ყველა ადამიანს ელოდება მსგავსი უსამართლობა, თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით”, – განაცხადა მელიამ.

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო და ამის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. ხაზარაძე წერს:

“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.”

ხაზარაძის შემდეგ თიბისი ბანკის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდომარის მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემაც.

ვრცლად:

ბადრი ჯაფარიძე: არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი

თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი