ახალი ამბები

ეროვნული ბანკი თიბისის გადაწყვეტილებას მიესალმება

21 თებერვალი, 2019 • 849
ეროვნული ბანკი თიბისის გადაწყვეტილებას მიესალმება

თიბისი ბანკის გადაწყვეტილებას, რომ ეროვნულ ბანკთან დავა შეწყვიტოს და რეგულატორს 1 მნლ ლარი გადაუხადოს, ეროვნული ბანკი მიესალმება. სებ-ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან.

ამასთან, დავის შეწყვეტით კომერციულმა ბანკმა აიღო პასუხისმგებლობა, სებ-ს ჯარიმის სახით 1 მლნ ლარი გადაუხადოს.

“ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს. ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან”,-წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი