ახალი ამბები

2019 წლის აშშ-ის ფისკალურ ბიუჯეტში საქართველოს დახმარება გაზრდილია

20 თებერვალი, 2019 •
2019 წლის აშშ-ის ფისკალურ ბიუჯეტში საქართველოს დახმარება გაზრდილია

2019 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გაზრდილია. ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა  127, 025,000 მლნ დოლარს შეადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს თანხა 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება 2018  წლით გათვალისწინებულ დაფინანსებას.

ამასთან, აშშ-ის 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც მოხვდა. ტექსტის თანახმად, ამ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ან აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ამას გარდა,  აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ფარგლებში, ითვალისწინებს დაახლოებით 275 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. ამასთან,  დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, რათა ამ ქვეყნების რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი