ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი: სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არიან

10 აგვისტო, 2014 • • 1137
ლავროვი: სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არიან

ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, სოჭში, სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. 

 

“პრეზიდენტებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ დიალოგი და რუსეთის ფედერაცია დიალოგს ხელს შეუწყობს ყველა გზით”, –განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე განხილული იყო ეუთოს ჯგუფის გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობა. 

 

როგორც ლავროვი აცხადებს, პრეზიდენტებმა საკუთარი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებს დაავალეს გააგრძელონ ეუთოს ჯგუფის გადაწყვეტილებების შესრულებაზე მუშაობა პრაქტიკული ასპექტების რეგულირების მუშაობის პარალელურად. მინისტრი დასძენს, რომ ასეთი საკითხები ბევრი არაა და  შეთანხმებების უმრავლესობა უკვე გასაგებია, ” თუმცა არსებობს რამდენიმე კონკრეტული ასპექტი, რომელიც ბოლომდე უნდა შესრულდეს” –წერს “რია ნოვოსტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი