ნეტგაზეთი | მერაბ ქიშმარია: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საკუთარი ჯარი სჭირდება მერაბ ქიშმარია: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საკუთარი ჯარი სჭირდება – Netgazeti
RU | GE  

მერაბ ქიშმარია: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საკუთარი ჯარი სჭირდება

“რაც მოხდა სამხრეთ ოსეთში და როგორც მოხდა, ეს ჩვენი ტკივილიც არის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა აფხაზეთში მერაბ ქიშმარიამ მოსკოვში აფხაზეთის დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ამის შესახებ განცხადებას საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი” ავრცელებს.

ქიშმარიას აზრით, იმის მიუხედავად, რომ რუსული სამხედრო ბაზები დისლოცირებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამ სახელმწიფოებს საკუთარი ჯარი სჭირდებათ.


“რა რაოდენობით, ამას უკვე მეთაური განსაზღვრავს… ჯარისკაცების ის რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთში იმყოფებიან, საკმარისია ამ დროისთვის. მაგრამ საქმე არა რაოდენობა, არამედ ხარისხია”, – აცხადებს ქიშმარია.

მირაბ ქიშმარია; ფოტო: აპსნიპრესი
მირაბ ქიშმარია; ფოტო: აპსნიპრესი

მისი თქმით, საჭიროა მუშაობა ჯარის მობილურობის მიმართულებით.

 

სააგენტო “რეგნუმის” ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა საიდ ლოლუამ აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს აშკარა მისწრაფების გათვალისწინებით, არსებობს პირდაპირი მუქარა აფხაზეთის არსებობასთან დაკავშირებით.

 

“ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, იმ დროისთვის მოვახდინოთ სამხედრო თანამშრომლობის ფორმატების რუსეთის ფედერაციასთან ადაპტირება, უზრუნველვყოთ უფრო სწრაფი ურთიერთქმედება”, – აცხადებს ლოლუა.  


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი