ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ხალხს “ეკონომიკურ რევოლუციას” ჰპირდება

18 თებერვალი, 2019 •
ფაშინიანი ხალხს “ეკონომიკურ რევოლუციას” ჰპირდება

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი, 66-გვერდიანი გეგმა 82 ხმით 37 -ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

“ვაანონსებ საერთო ეროვნულ ეკონომიკურ რევოლუციას სომხეთის რესპუბლიკაში. სომეხმა ხალხმა კორუფციასთან, უკანონობასთან და კლანურ მმართველობასთან ბრძოლაში გაიმარჯვა –  სომეხი ხალხი სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ბრძოლასაც მოიგებს”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს.

გეგმის მიხედვით, ახალი ეკონომიკური სტრატეგია მცირე ბიზნესების გადასახადებისგან გათავისუფლებას, სახელმწიფო სექტორში მომუშავეთავის ხელფასების გაზრდას, წელიწადში მშპ-ს 5 % ით ზრდას, ექსპორტის ზრდას, 2022 წლისთვის მზის ენერგიაზე 10%-ით გადასვლას გულისხმობს.

ოპოზიციურმა ძალებმა ეკონომიკურ გეგმას მხარი არ დაუჭირეს, რაც იმით დაასაბუთეს, რომ გეგმა არასკმარისად ამბიციურია და ამავე დროს მისი შედეგები ვერ გაიზომება.

“ეს გეგმა არ არის რევოლუციური თავისი არსით. ხმას ვერ მივცემთ”, – განაცხადა გაგიკ წარუკიანმა “აყვავებული სომხეთიდან” .

“ჩემთვის არ არის ეს ის პროგრამა, რომელიც ხუთ წელიდაში ისე გაიზომება, რომ შემდეგ მისი არშესრულებითვის ვინმეს პასუხისმგებლობა დაეკისროს”, – განაცხადა მანე თანდილიანმა, პარტია “ნათელი სომხეთიდან”.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ფაშინიანის გამოსვლაში ისინი კიდევ ერთმა ფრაზამ გააღიზიანა – “სიღარიბე ადამიანების გონებაშია”.

2018 წლის გაზაფხულზე შემდგარი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი” 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში 70,43% მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი