საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქარის გამო თბილისში რამდენიმე ადგილას ხე წაიქცა, რის შედეგადაც ხუთი ავტომანქანა დაზიანდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ორდღიანი ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გახშირებული იყო გამოძახაბების შემთხვევა, მოქალაქეები მათ ძირითადად უკავშირდებოდნენ ხის ტოტების ჩამოვარდნის ან ხის მოტეხვის საშიშროების გამო.