ახალი ამბები

“განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა…” – სააკაშვილი გენეტიკური ტესტის კრიტიკაზე

18 თებერვალი, 2019 •
“განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა…” – სააკაშვილი გენეტიკური ტესტის კრიტიკაზე

მიხეილ სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედგების გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

გენეტიკური ტესტის გამოქვეყნების გამო ის არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, მათ შორის მისსავე ფეისბუკ-გვერდზე კომენტარების ველში, შეიქმნა ინტერნეტ-ხუმრობებიც.

“განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა – აბა, თქვენ თავს დაუსვით კითხვა, საიდან გვაქვს ასეთი მყარი ნხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში? რაც წინა არჩევნებზეც დაადასტურეს ქართველმა აზერბაიჯანელებმა და ქართველმა სომხებმა… იმიტომ, რომ სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი. არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის, ვისაც სომხები ეზიზღება – მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი… ვისაც აზერბაიჯანელი სძულს, მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი… მათ, ვისაც ებრაელი ეზიზღება, ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს, ყველაზე ქართველად დავრჩები. უახლეს ისტორიაში არავის გაუკეთბია იმაზე მეტი, ვიდრე ჩემს მთავრობას ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოში ინტეგრაციისთვის. და ამიტომ, მადლიერმა ხალხმა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მაინც მოგვცა ხმა”, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.

ამავე თემაზე

“თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი” – სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედეგებს აქვეყნებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი