ახალი ამბები

“თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი” – სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედეგებს აქვეყნებს

17 თებერვალი, 2019 •
“თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი” – სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედეგებს აქვეყნებს

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ამერიკაში გენეტიკური ტესტი ჩაიტარა, რომელმაც დაადგინა, რომ ის ქართველია. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ე.წ. პოსტში განაცხადა.

“წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი” – წერს  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ჩატარებულმა ტესტმა, როგორც სააკაშვილი განმარტავს, აღმოაჩინა, რომ მის წინაპრებს ბოლო ათასობით წლის განმავლობაში სხვა რეგიონის მოსახლეობასთან კვეთა არ ჰქონიათ.

“ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან,ოღონდ,იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ის ყველა მეზობელს პატივს სცემს და “რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს”,თუმცა, მოუწოდებს ყველას, ვინც მას სხვა ეთნოსს მიაკუთვნებდა, იგივე ტესტი გაიარონ.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/2351386448225056?__xts__[0]=68.ARBQ2-G3ybQ6LC8x71NqcrAsnWJyplDbe13XTQKAM3zKb-HK7Ilv5KJxSifwiRxpNfppBo16d3xWuyteQRmckZ1V7_0LOIhjz0LaLfpMF40y36uZFwm3bGZDs–hFVDWfuyjXxpwUKmVBVKiJ6gbzFXvbkEh8YeMVe-si5Gf9psBcUi1fGz7j4MyvZKt9jiptb6h0GChz8Gg5XGSOptGm_KO2liPZoa7rRsT7SpkGvtPMtrBW0-YovSeATwp_uNZfVriFF4M5mtQbG_FvnDPq2BeTUHlwz-YZc_pdjalgYVZY6qsWwDoRG1Nz2rVx1j9loggJHw6_I0WAEvXpyVm3wEgsw&__tn__=-R

მასალების გადაბეჭდვის წესი