ახალი ამბები

რუსეთი აშშ–დან და ევროკავშირიდან კვების პროდუქტების შეტანას კრძალავს

7 აგვისტო, 2014 • • 1049
რუსეთი აშშ–დან და ევროკავშირიდან კვების პროდუქტების შეტანას კრძალავს

ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ  ბრძანებულებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი განკარგულებას აძლევს მთავრობას, რომ აკრძალოს, ან ლიმიტი დააწესოს იმ ქვეყნებიდან შემოტანილ საკვებ პროდუქტებზე, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესეს რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების მხარდაჭერისა და ყირიმის ოკუპაციის გამო.

 

“სანქციებში კარგი არაფერია და ეს არ ყოფილა იოლად მისაღები გადაწყვეტილება,” – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, აკრძალვა 7 აგვისტოდან შედის ძალაში და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

აკრძალულ პროდუქტთა სია ასეთია:

 

 

 

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, ახალი, ან გაყინული;

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, გაყინული;

  • ღორის ხორცი, ახალი ან გაყინული;

  • შინაური ფრინველის ხორცი და საკვებად ვარგისი სუბპროდუქტები, ახალი ან გაყინული;

  • ხორცი დამარილებული, შებოლილი, გამხმარი ან მარილწყალში;

  • თევზი და კიბოსნაირები, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები;

  • რძე და რძის პროდუქტები;

  • ბოსტნეული, საკვებად ვარგისი ფესვები და ბოლქვები;

  • ხილი და თხილი;

  • ძეხვი და ხორცისგან, ხორცის სუბპროდუქტებისგან ან სისხლისგან დამზადებული მსგავსი პროდუქტები; მათ ფუძეზე დამზადებული მზა საკვები პროდუქტები;

  • მზა პროდუქტები, მცენარეული ცხიმის ბაზაზე დამზადებული ყველისა და ხაჭოს ჩათვლით;

  • საკვები პროდუქტები (მცენარეული ცხიმის ბაზაზე დამზადებული რძის პროდუქტები).


მასალების გადაბეჭდვის წესი