• სიახლეები
  • საზოგადოება
  • ხელოვნება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • სამხრეთ კავკასიის ამბები
  • ბლოგები
  • ბათუმელები | RU
  • ×

ახალი ამბები • სამხრეთ კავკასიის ამბები • აშშ • სირია • სომხეთი

სომხეთის საგარეო აშშ-ს: სირიაში მხოლოდ ჰუმანიტარული მისია გავგზავნეთ

15 თებერვალი, 2019 • ნინო კახიშვილი
სომხეთის საგარეო აშშ-ს: სირიაში მხოლოდ ჰუმანიტარული მისია გავგზავნეთ
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში სომხეთის სამხედრო მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით  სომხეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. 

საპასუხო განცხადება საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა გააკეთა.

“ჩვენ მხედველობაში მივიღეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სირიაში სომხური ჰუმანიტარული მისიის საკითხზე. სომხეთი და აშშ უკვე დიდი ხანია ერთობლივ ძალისხმევას იყენებენ სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე რეაგირებისთვის, რომელსაც თან ახლავს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კრიზისი.

ვიმეორებთ, რომ სირიის მთელი კრიზისის განმავლობაში სომეხი ხალხი ყოველთვის მღელვარებით ადევნებდა თვალს სამოქალაქო მოსახლეობისა და უმცირესობათა, მათ შორის სომეხი თემის ბედს. საქმე შეეხება ქვეყანას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სომეხი ხალხის გადარჩენაში, რომელმაც გენოციდისგან იხსნა”.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სირიის კრიზისის განმავლობაში ალეპოში სომხეთის გენერალურმა კონსულს არ შეუწყვეტია მუშაობა და დღემდე სომხეთში 22 000 სირიელი დევნილისთვის თავშესაფარი მოიძებნა – “სირიელ ხალხს კი ჰუმანიტარული დახმარებით 4 ვერტმფრენი გავუგზავნეთ”.

“მას შემდეგ, რაც შედარებით სიმშვიდე და უსაფრთხოება იგრძნობა სირიაში, სომხეთი გეგმავს გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა ჰუმანიტარულ მისიაში, მათ შორის ექიმებისა და სამხედრო ინჟინრების გაგზავნით, რათა დაეხმარონ კონფლიქტით დაზარალებულ სამოქალაქო მოსახლეობას ალეპოში.

სომხურ მისიას მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათი აქვს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ხელმძღვანელობს. საკუთარ საქმიანობას კი ადგილზე შეათანხმებს იმ სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას”.

სომხეთში აშშ-ის საელჩომ სომხური მედიაგამოცემის Aysor.am მიმართვის პასუხად განაცხადა, რომ აშშ სომხეთიდან სირიაში მისიის გაგზავნას მხარს ვერ დაუჭერს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო მისია ალეპოს პროვინციაში გაემგზავრა. ამასთან, უწყების ცნობით, სომეხი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ საომარ მოქმედებებში – “მათ წინაშე ჰუმანიტარული ამოცანები დგას”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერევანს გადაწყვეტილება მოუწონა და აღნიშნა, რომ სომხეთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სირიელების დახმარება გადაწყვიტა.

სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, რუსეთ-სირიის კავშირის მხარდაჭერა სომხეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას დააზარალებს.

ზოგიერთი სომეხი პოლიტილოგის აზრით, ერევნის ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და რუსეთზე დამოკიდებულება.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

„ქართულმა ოცნებამ" მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, არ აპირებს დაემორჩილოს ამ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ კანონს და დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მოქალაქეების ინფორმირებას.
    ასევე:
  • აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერი დააკავა
    აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერი დააკავა
  • აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე განმარტებას ავრცელებს
    აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე განმარტებას ავრცელებს
  • აშშ აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
    აშშ აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

გორის ყოფილი მერი და მოქმედი დეპუტატი ამერიკაში იჭიდავებს

ირანის მთავრობა მომიტინგეების ცხედრების სანაცვლოდ ოჯახებისგან ფულს ითხოვს – BBC

აშშ-მა ირანელი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებში ჩართულ პირებს ფინანსური სანქციები დაუწესა 

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გამოიძიოს ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტი და დაიცვას მისი უსაფრთხოება 18.01.2026
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გამოიძიოს ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტი და დაიცვას მისი უსაფრთხოება
ისაკო დევიძის დის ინფორმაციით, აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს 17.01.2026
ისაკო დევიძის დის ინფორმაციით, აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ პროკურატურასთან აქცია გამართა 17.01.2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ პროკურატურასთან აქცია გამართა
გერმანიის ელჩი პროსახელისუფლებო მედიას “აგრესიული დეზინფორმაციაში” ამხელს  17.01.2026
გერმანიის ელჩი პროსახელისუფლებო მედიას “აგრესიული დეზინფორმაციაში” ამხელს 
აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს 17.01.2026
აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
დააკავეს 2 კაცი, რომლებიც “ალგანის” ოფისში ამზადებდნენ არაყს და ჰყიდდნენ ცნობილი ბრენდების ეტიკეტებით – საგამოძიებო 17.01.2026
დააკავეს 2 კაცი, რომლებიც “ალგანის” ოფისში ამზადებდნენ არაყს და ჰყიდდნენ ცნობილი ბრენდების ეტიკეტებით – საგამოძიებო
“ფაშისტურ-ნაცისტური” დაჯგუფების 16 წევრს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა 17.01.2026
“ფაშისტურ-ნაცისტური” დაჯგუფების 16 წევრს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა
ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა – ადვოკატი 16.01.2026
ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა – ადვოკატი

კატეგორიები
  • სიახლეები
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • მოსაზრება
  • ომი უკრაინაში

ადგილები

  • თბილისი
  • აზერბაიჯანი
  • აფხაზეთი
  • ბათუმი
  • იმერეთი
  • აჭარა
  • სამხრეთ ოსეთი
  • სომხეთი
თემები
  • ისტორია
  • საპროტესტო აქციები
  • პარლამენტი
  • ხელოვნება
  • ფინანსები
  • ხელისუფლება
  • განათლება