ახალი ამბები

კალაძე: თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვა იგეგმება

14 თებერვალი, 2019 •
კალაძე: თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვა იგეგმება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება. კალაძის თქმით, მსგავსი რეკომენდაცია, მერიის დაკვეთით, “სისტრას” მიერ მომზადებული კვლევაშია გაცემული.

“მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია დაგეგმილი. MAN-ის საგამოფენო ცენტრში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შევხვდით – ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება”, – ამბობს კალაძე.

ავტოპარკის გასაახლებლად 90 ერთეული  10-მეტრიანი ავტობუსიდან ნაწილი უკვე დამზადებულია და ისინი დედაქალაქში ეტაპობრივად გამოჩნდება. ამასთან, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერია გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი