ახალი ამბები

Breaking Bad-ის სიქველი ნეტფლიქსზე ფილმად გავა აარონ პოლის მონაწილეობით — THR

14 თებერვალი, 2019 • 1148
Breaking Bad-ის სიქველი ნეტფლიქსზე ფილმად გავა აარონ პოლის მონაწილეობით — THR

გამოცემა “ჰოლივუდ რეპორტერის” (The Hollywood Reporter/THR) ცნობით, ამჟამად უკვე დაწყებულია ცნობილი სერიალის, “მძიმე დანაშაულის” (Breaking Bad) გაგრძელების ფილმად გადაღება.

გაგრძელებაში, ე.წ სიქველში მთავარ როლს ისევ აარონ პოლი შეასრულებს. იგი კვლავ ჯესი პინკმენს ითამაშებს, რომლის გარშემოც განვითარდება ფილმში მოვლენები. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ბრაიან კრენსტონი

THR-ის წყაროების თანახმადვე, ძირითადი უფლებები ფილმზე ნეტფლიქსს ექნება, მოგვიანებით კი ფილმი AMC-ზეც გავა, — იმ არხზე, სადაც სერიალი გადიოდა.

VICE-ის თანახმად, ფილმის გადაღება 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყეს ნიუ-მექსიკოში.

ნეტფლიქსს, AMC-სა და “სონის” ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ინფორმაცია. არც ფილმის სახელია ჯერჯერობით ცნობილი.

ფილმის სცენარის ავტორი ვინს ჯილიანია, რომელიც სერიალის სცენარის ავტორიც იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი