ახალი ამბები

რუსეთში კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი ცემით მოკლეს

14 თებერვალი, 2019 • 1180
რუსეთში კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი ცემით მოკლეს

მოსკოვთან ახლოს კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი დიმიტრი გრიბოვი სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

რუსული მედიის ინფორმაციით, გრიბოვს საკუთარ სადარბაზოსთან ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და, სავარაუდოდ, ბეისბოლის ჯოხებით მრავალრიცხოვანი დაზიანება მიაყენეს. მომხდარიდან ცოტა ხანში დიმიტრი გრიბოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიმიტრი გრიბოვი არასამთავრობო ორგანიზაციის, “სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის” რეგიონული დირექტორი იყო. ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიქტორ კოსტრომინი მომხდარს ანტიკორუფციულ საქმიანობას უკავშირებს.

თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დიმიტრი გრიბოვი სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც უკვე 4 წელია მიმდინარეობს დავა მის მანქანაზე შეიარაღებული თავდასხმის და დაწვის ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი