აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, რუსეთის ქმედებები, საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის ჩათვლით, უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს.
ეს განცხადება პომპეომ პოლონეთში, ნატო-ს სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას გააკეთა.
“ვლადიმერ პუტინი ისწრაფვის, რომ ნატო-ში განხეთქილება შეიტანოს, ამერიკის შეერთებული შტატები დაასუსტოს და ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიებს. რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, გასულ ნოემბერს შავ ზღვაში მისი პროვოცირებული თავდასხმა უკრაინის გემებზე და მის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომები ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ პირდაპირი გამოწვევაა ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.