ნეტგაზეთი | საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს – Netgazeti
RU | GE  

საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” მმართელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

“დღეს კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი შევიტყვე მთავრობის წარმატების შესახებ. თქვენ იცით “ღია მმართველობის პარტნიორობა”, რომელიც არის პრეზიდენტ ობამას ინიციატივა. მასში გაწევრიანებული არის საქართველო, 64 ქვეყანა და დღეს ჩვენ აგვირჩიეს ამ ორგანიზაციის მმართველი კომიტეტის წევრად. სულ რვა წევრი ქვეყანაა მმართველ კომიტეტში. კენჭი გვიყარეს წევრმა ქვეყნებმა და დღეს დილით შევიტყვე, რომ ჩვენ ვართ არჩეული.

 

არჩეული ვართ იმიტომ, რომ მთავრობა არის გამჭვირვალე, ჩაითვალა, რომ ჩვენთან ელმმართველობის, გამჭვირვალობის და ახალი ტექნოლოგიების კულტურა არის საკმაოდ დაწინაურებული”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართული ამბასადორიალის დასრულების შემდეგ. 

 

“ღია მმართველობის პარტნიორობას” საქართველო 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა, ხოლო 2012 წლის 17 აპრილს საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინა 2012-2013 წლების სამოქმედო პროგრამა. 

 

საქართველოს სამოქმედო პროგრამის მიხედვით, ღია მმართველობის შექმნა უნდა დაეფუძნოს შემდეგ პრინციპებს: მთავრობის საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე მეტი ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა, პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება სამთავრობო ორგანოებში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებით საჯარო ორგანოების ღიაობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა
ღია მმართველობის პარტნიორობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2014 წლის 28 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველომ გაზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და გააუმჯობესა მოქალაქეთა ხელმისწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე. მაგალითად, საჯარო შესყიდვებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების  სფეროში, თუმცა ვერ აჩვენა პროგრესი გადაწყვეტილების მიღების  პროცესში მოქალაქეთა ჩრთულობის კუთხით”.

 

“ღია მმართველობის პარტნიორობის” მიზანია, რომ შექმნას პლატფორმა საშინაო რეფორმების განსახორციელბელად, რომლის საშუალებითაც მთავრობები გახდებიან უფრო გახსნილი, გამჭვირვალე და პასუხიმგებლიანი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. 

 

პარტნიორობის წევრი 64 სახელმწიფო, მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოება ერთობლვად მუშაობს იმისათვის, რათა განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები ღია მმართველობის დასანერგად. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი