ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: შეშფოთებულები ვართ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების გამო

2 აგვისტო, 2014 • • 979
რუსეთის საგარეო უწყება: შეშფოთებულები ვართ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების გამო

“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავების გამო, რომელსაც მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ბოლო დღეების მოვლენებს განვიხილავთ, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სერიოზულ დარღვევას და პოლიტიკური გზებით გაცხადებულ ზრახვების მიღწევის უგულებელყოფას. იმის გათალისწინებით, რომ სიტუაციის კიდევ ესკალაცია დაუშვებლად მიგვაჩნია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, სიტუაციის სტაბილიზაციისთვის”,– ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ღამეს აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან სამხედრო დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის მხარე  აცხადებს, რომ  სომხეთის სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფი თავს დაესხა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოსტს ქალაქ აღდამის მიმართულებით, ხოლო სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა  განახორციელა საბოტაჟი. 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაიღუპა 4 ჯარისკაცი. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, დაიღუპა 7 აზერბაჯანელი ჯარისკაცი. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი