ახალი ამბები

2023-24 წლიდან ეროვნული გამოცდების მოდელი შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს

11 თებერვალი, 2019 •
2023-24 წლიდან ეროვნული გამოცდების მოდელი შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი 2023-24 წლიდან, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს.

საატესტატო გამოცდების გაუქმებისა და ზოგადი უნარების არჩევით საგნებში გადატანის გარდა, სხვადასხვა საგნების ნაცვლად, აბიტურიენტებმა შესაძლოა ჩააბარონ ერთი კომბინირებული გამოცდა, რომელიც საგნის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოიცავს.

“დავუშვათ, იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა მომავალში, რომელიც არის საგანი და უნარი კომბინირებული და ამის გარდა, არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუმცა ეს არის შორეული პერსპექტივა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, ეტაპობრივად დავგეგმეთ და ყველაფერი ისე წავიდა წინ, როგორც დაგეგმილია, ჩვენი აზრით, შესაძლებელია, რომ 2023-24 წლისთვის ამ მოდელზე გადავიდეთ”, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.

განათლების სამინისტროში დღეს გაიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (Naec) დაკვეთით მომზადებული კვლევის განხილვა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გამოცდების სისტემის შესახებ არსებული დადებითი და კრიტიკული მოსაზრებების თავმოყრა და დაინტერესებული მხარეებისთვის  სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ინფორმაციის მიწოდება.

კვლევის ანგარიში იხილეთ აქ:

გამოცდების სუსტი და ძლიერი მხარეები საქართველოში – კვლევის ანგარიში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი