ახალი ამბები

პირველკლასელებს ბიზნეს კლასის ნეთბუქები დაურიგდებათ

1 აგვისტო, 2014 • • 2942
პირველკლასელებს ბიზნეს კლასის ნეთბუქები დაურიგდებათ


“ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის კომპიუტერი სათამაშოსთან ასოცირებული არ უნდა იყოს,”- ამბობს მინისტრი, თამარ სანიკიძე.


ახალი კომპიუტერების პრეზენტაცია დღეს, 1 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. 

 

როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ახალ ნეთბუქებს საგრძნობლად სრულყოფილი მახასიათებლები და საგანმანათლებლო პროგრამები აქვს – 50 აქტივობა სხვადასხვა საგანში. 

 

 

“არ გააჩნია არავითარი წუნი, რაც სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა,”- ამბობს მინისტრი. 

 

ახალ და ძველ კომპიუტერებს შორის ერთ-ერთი განსხვავება წონაცაა – ახალი კომპიუტერი, დაახლოებით 250 გრამით ნაკლებს იწონის.

 

გარდა ამისა, განსხვავება ეკრანის ზომაშიცაა, რაც თამარ სანიკიძეს თქმით, ბავშვის თვალს ნაკლებად დაღლის.

 

“კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება. ელემენტი მუშაობს დაახლოებით, 6-7 საათი, რაც დაახლოებით, 2-ჯერ მეტია ვიდრე აქამდე არსებულ ნეთბუქებს ჰქონდა,”- აცხადებს სანიკიძე.

 

პირველკლასელთათვის პორტატულ კომპიუტერებს, როგორც სანიკიძე ამბობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია UGT შეიძენს. 

 

მინისტრი ამბობს, რომ ამ კომპანიამ გამოცხადებულ ტენდერში სამინისტროს უკეთესი ფასიც შეთავაზა და მთლიანობაში სამინისტრო 2 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს. 


ოფიციალური ინფორმაციით, ახალი კომპიუტერის საცალო ფასი 388 ლარია, რაც წინა ფასთან შედარებით, დაახლოებით, 43 ლარით ნაკლებია. 

 

სექტემბრიდან ახალი 15.6 ინჩიანი კომპიუტერები სამინისტრომ ასევე პირველკლასელთა დამრიგებლებს უნდა გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი