მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან მორიგ შეხვედრას რომში გამართავს. აღნიშნული ინფორმაციას მოძრაობა “ერთად სახლში” ავრცელებს.
ემიგრანტებთან შეხვედრა სააკაშვილმა დღეს, 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართა. მანამდე ის აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მხარდამჭერებს საკუთარი ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნო. შეხვედრას წინ უძღვოდა ინციდენტი, რომლის დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.
ვრცლად წაიკითხეთ:
ლიეჟში, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა