რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცხრა გენერალი და რამდენიმე პოლკოვნიკი დაითხოვა თანამდებობიდან.
შესაბამისი ბრძანება 8 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა უცნობია ძალოვან უწყებებში რუსეთის პრეზიდენტის მასშტაბური საკადრო ცვლილებების მიზეზი.
8 თებერვალს პუტინმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომუნიკაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად პოლიციის მაიორი ალექსანდრე ბალაევი დანიშნა.