ამ შეკითხვით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი სიგუამ მიმართა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც “კაზანტიპს” მოწინააღმდეგეა და აცხადებდა, რომ ის, რაც ამ ფესტივალზე ხდება ხოლმე, მაგალითად “სექსი პლაჟზე” მისთვის მიუღებელია. ამის გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც სიგუას შეკითხვას არაეთიკური უწოდა. მოგვიანებით ბოდიში თავად სიგუამაც მოიხადა, თუმცა მიუხედავად ამისა იგი პოსტიდან მაინც გაათავისუფლეს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სავარაუდოდ, ეს ფაქტიც შეიძლება იყოს, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი რამ განაცხადა: “სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა დროს გიორგი სიგუას არაერთხელ მიეცა ზეპირი გაფრთხილება მის მიერ განხორციელებული სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო”.



საიას თავმჯდომარე, იურისტი კახა კოჟორიძე ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლი დისციპლინური გადაცდომის გამო მოხელის თანამდბეობიდან გათავსიუფლებას ითვალისიწნებს, თუმცა რა ტიპის განცხადება შეიძლება გახდეს ამის საფუძველი, ამას თვითონ უწყება წყვეტს, რადგან მისი დისკრეცია.

“თუ ამ შემთხვევაში ჩატარებულ იქნა დისციპლინური სამართალწარმოება და ეგ ქმედება მიჩენულ იქნა ისეთი სიმძიმის დისციპლინურ დარღვევად, რომელიც გაათავსიუფლების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, შესაბამისად, მაგ გადაწყვეტილებას მიიღებებდნენ. აქ ახლა შეფასებაზეა დამოკიდებული, ვიღაცისთვის შეიძლება მის მიერ ნათქვამი ფრაზა იყოს საკმარისი საფუძველი გათავისუფლების, მითუმეტეს თუ მანამდეც არსებობდა მის მიმართ რაიმე სახის დისცილინური ღონისძიება, მაგრამ ვიღაცას შეიძლება სხვა მოსაზრება ჰქონდეს. ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება სხვადასვხა მოსაზრება არსებობდეს.  ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება ამ საჯარო სამსახურის იმ თანამდბეობის პირის, ვისაც მისი გათავსიუფლების უფლებამოსილება ჰქონდა. იყო თუ არა კანონიერი ეს გადაწყვეტილება? ეს რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ ზუსტი საფუძვლები”, – აცხადებს კოჟორიძე.



 

საიას თავმჯდომარის თქმით, მისთვის უცნობია სიგუას გათავსიუფლების ზუსტი საფუძვლები, თუმცა თუ სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ზემოხსენებული შეკითხვის [სექსი პლიაჟზე] გამო მიიღო, იგი როგორც რიგითი იურისტი ამას არ გაიზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ კოჟორიძის აზრით, ეს არაეთიკური შეკითხვაა:

“თუ ჩემი, როგორც რიგითი იურისტის პოზიცია გაინტერესებთ, მხოლოდ ამ ფაქტს ცალკე აღებულს, მე არ ჩავთვლიდი გათავისუფლების საკმარის საფუძვლად და სხვა რაღაცებზეც დავფიქრდებოდი, მათ შორის მის პროფესიულ შესაძლებლბებზე, მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, გამოცდილებაზე და ასე შემდეგ. რეაგირების გარეშე ჩემი აზრით, ეს ამბავი [სიგუას შეკითხვა] არ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ გათავისუფლება დისციპლინური სამართალწარმოების ყველაზე მკაცრი სანქციაა, არსებობს შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენება პირადად ჩემი აზრით, მხოლოდ ამ ფაქტის გამო, მიზანშეწონილი არ იყო, თუმცა სამსახურმა ეს ფაქტი შეიძლება სხვაგვარად დაასაბუთოს, თქვას , რომ ეს არის თანამდებობის პირი, რომელიც მოქალაქეებთან ურთიერთობაში სამსახურს წარმოადგენს, მას მეტი მოეთხოევბა, მაღალი თანამდებობის პირია, ადამიანების აზრს ქმნის სამინისტროსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ”, – აღნიშნავს იურისტი.


გიორგი სიგუა
გიორგი სიგუა

თავდ გიორგი სიგუა გათავსიუფლების ერთ რომელიმე მიზეზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კვირიკაშვილსგან ზეპირი შენიშვნები მიღებული აქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *