ბელგიური მედიის ინფორმაციით, ანტვერპენში გვირაბის გამოყენებით ბანკის გაძარცვის ბრლდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეორე დაკავებულიც წარმოშობით ქართველია.
დამატებით ინფორმაციას ბელგიის პოლიცია არ ავრცელებს.
გვირაბის მეშვეობით ბანკის გაძარცვის ბრალდებით ბელგიაში პირველი ბრალდებული 5 თებერვალს დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 27 წლის კაცი, რომელიც საქართველოდანაა, ანტვერპენში გუშინ, 5 თებერვალს დააკავეს.
ბელგიური მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკის საცავში შეაღწიეს საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით და მათ მიერ გათხრილი გვირაბის მეშვეობით. გამოძიების ვერსიით, ძარცვაში, სავარაუდოდ, სამი ადამიანი მონაწლეობდა.
ბელგიური მედიის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რა ოდენობის ზარალი მიადგა ბანკს ძარცვის შედეგად.