ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები მთავარ პროკურატურას

30 ივლისი, 2014 • • 864
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები მთავარ პროკურატურას

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა სასჯელაღსრულების სამინისტროს ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული და მას იძიებს იმავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე ჩნდება ლეგიტიმური კითხვები. აქედან გამომდინარე, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ასეთი კატეგორიის საქმეებზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ უნდა აწარმოოს.

 

“მოცემულ საკითხზე მსჯელობისას მოსმენილი და გათვალისწინებული იქნა წარმოდგენილი არგუემნტები იმის შესახებ, რომ დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების და გამოძიების დაწყების შესახებ დაუყონებლივ ევნობება პროცესუალურ ზედამხედველ პროკურორს, გამოძიების ძირითადი საკითხების გადაწყვეტა ხდება პროკურატურის მიერ, ნებისმიერ საქმეს მუდმივ და უწყვეტ ზედამხედველობას უწევს მთავარი პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტი,”– აღნიშნულია კომიტეტის დადგენილებაში.

 

აქედან გამომდინარე, კომიტეტი აუცილებლად არ მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული კატეგორიის საქმეები ყველა შემთხვევაში გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს, თუმცა სახალხო დამცველი წამოჭრილი პრობლემის პრევენციის მიზნით კომიტეტი მთავარ პროკურატურას მიმართავს რეკომენდაციით, რომ უზრუნველყოს იმ საქმეების გამოძიება, რომლებშიც იკვეთება სამართალდამცავ პირთა შესაძლო დანაშაულის ნიშნები, სიცოცხლis ხელყოფის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, პოლიციისა და სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ განხორციელებული წამების, არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების საქმეები სასამართლოსავის გადაცემული არ არის. შესაბამისად, კომიტეტი პროკურატურას მოუწოდებს გამოძიების თაობაზე ინფორმაცია საჯარო გაავრცელოს უდანაშულობის პრეზუმპციის დაცვით.

 

ასევე, კომიტეტი მთავარ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, რომ დაასრულოს გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისსა და 15 ივნისს, ასევე 2011 წლის 26 მაისს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებზე.

 

გარდა ამისა, კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურატურას, რომ 2012 წლამდე პერიოდში წამების, არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახავი მოპყრობის ყველა ფაქტის გამოძიება წარიმართოს სწრაფად, ეფექტურად, დამნაშავე პირთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემსი მიზნით. ასევე კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩენვს გამოძიებულ იქნას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის თითოეული შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი