ნეტგაზეთი | მხარეების მორიგი შეხვედრა სოფელ ერგნეთში მხარეების მორიგი შეხვედრა სოფელ ერგნეთში – Netgazeti
RU | GE  

მხარეების მორიგი შეხვედრა სოფელ ერგნეთში

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა – წერს სააგენტო რეს-ი.  

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და საერთაშორუსო ორგანიზაციების – ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. 


სამხრეთ ოსეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის პოსტ კონფლიქტურ საკითხებში სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე ხოხ გაგლოითი. 


მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგ საკითხებს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან. 


“სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, რომელიც სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის, სამხრეთ ოსეთის ციხეში გადმოყვანას ითხოვს. რის პასუხადაც მას მოახსენეს, რომ სამხრეთ ოსეთი, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ჩვენ, ჩვენი მხრიდან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მხრიდან მოვუწოდეთ განიხილონ ეს საკითხი,”- ამბობს ცხინვალის წარმომადგენელი. 


მისივე თქმით, ქართული მხარე შეპირდა, რომ საკითხი დეტალურად იქნება შესწავლილი. 


როგორც ის განმარტავს, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის მხრიდან, საკითხი მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ წამოწია. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია