ახალი ამბები

ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდა

6 თებერვალი, 2019 • 958
ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდა

ზაზა სარალიძე, რომელიც დილიდან ითხოვდა მთავარ პროკურორთან და მისი შვილის მკვლელობის საქმის პროკურორებთან შეხვედრას, უწყებაში შევიდა.

როგორც მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, მისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ გამართავს მასთან შეხვედრას. მანამდე, პროკურატურასთან მისულ სარალიძეს განუცხადეს, რომ შეხვედრა სამშაბათს გაიმართებოდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

სამშაბათამდე შეხვედრის გადატანა სარალიძისთვის მიუღებელი იყო. ის პროკურატურის ეზოში შევიდა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ტრიტორიის დატოვებას არ აპირებდა, თუმცა უწყების ეზო მას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სარალიძეს პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია არც ამის შემდეგ დაუტოვებია. რამდენიმე წუთის წინ კი შეხვედრის გამართვაზე თანხმობა მიიღო და ამ წუთებში უწყების შენობაში იმყოფება.

როგორც ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, მისი მთავარი კითხვა პროკურორების მიმართ უცვლელია და მას სურს მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ მოკლა მისი შვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი