ახალი ამბები

გვირაბის მეშვეობით ბანკის გაძარცვის ბრალდებით ბელგიაში ქართველი დააკავეს

6 თებერვალი, 2019 •
გვირაბის მეშვეობით ბანკის გაძარცვის ბრალდებით ბელგიაში ქართველი დააკავეს

გვირაბის მეშვეობით ბანკის გაძარცვის ბრალდებით ბელგიაში ქართველი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 27 წლის კაცი, რომელიც საქართველოდანაა, ანტვერპენში გუშინ, 5 თებერვალს დააკავეს.

ბელგიური მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკის საცავში შეაღწიეს საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით და მათ მიერ გათხრილი გვირაბის მეშვეობით.

გამოძიების ვერსიით, ძარცვაში, სავარაუდოდ, სამი ადამიანი მონაწლეობდა.

ბელგიური მედიის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რა ოდენობის ზარალი მიადგა ბანკს ძარცვის შედეგად, თუმცა, გავრცელებული ცნობით, მძარცველებმა საცავში დაცული 30-დან 40-მდე უჯრა დააცარიელეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი