ახალი ამბები

კულტურის მინისტრის სამივე მოადგილემ თანამდებობები დატოვა

29 ივლისი, 2014 • • 969
კულტურის მინისტრის სამივე მოადგილემ თანამდებობები დატოვა

კულტურის სამინისტროს ცნობით, გათავისუფლების მიზეზი ახალი მინისტრის დანიშვნაა. მინისტრის სამივე მოადგილე: ალექსანდრე მარგიშვილმა, ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკიმ და მანანა ბერიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის ბრძანების მიხედვით, 23 ივლისს დატოვეს თანამდებობები.

 

“აუცილებლად უნდა მოვიდეს თავის გუნდთან ერთად, მეც ასე ვიზამდი, იმიტომ რომ ადამიანს სჭირდება საყრდენი, ის ადამიანები რომელთა პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება. შეუძლია მათ დაეყრდნოს”, – ამბობს მანანა ბერიკაშვილი. 

 

 კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჯერ უცნობია თუ ვის დანშვნას კულტურის ახალი მინისტრი თავის მოადგილეებად, თუმცა მინისტრი ყოფილი მოადგილეები არ აღდგებიან.

 

“როდესაც ასეთი ცვლილება ხდება უწყებაში, როდესაც პირველი პირი იცვლება, მოლოდინი არის ახალი გუნდი და ამ ახალ გუნდთან ერთად მოვდივარ. ეს უფრო გლობალური, სტრუქტურული ცვლილება არის, ვიდრე რამე პრეტენზია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ხედვის, ერთი მსოფლმხედველობის ხალხი მივიდეს”, – განუცხადა “იმედს” კულტურის ახალმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. 

 

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ნდობა 26 ივლისს გამოუცხადა, მათ შორის მიხეილ გიორგაძეს იგი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვლამა კულტურის მინისტრობის კანდიდატად ყოფილიმინისტრის გურამ ოდიშაიას გათავისუფლების შემდეგ წარადგინა. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი