ახალი ამბები

ილია მეორის გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის ზიარებაზე

5 თებერვალი, 2019 •
ილია მეორის გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის ზიარებაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მსჯავრდებული დეკანოზის ზიარების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

რგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ილია II-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნესისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა და მისი ზიარება შესაძლებელია, შეუძლია ეს პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში გააკეთოს:

“ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში საპატრიარქო ინსტიტუციის მთავარ შენობასთან კარვის გაშლისა და პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყების გამო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს ზეწოლაში ადანაშაულებს.

ვრცლად წაიკითხეთ:

დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარავს შლიან [ფოტო/ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი