ნეტგაზეთი | ცხინვალის ცნობით, მოსახლეობა იარაღს ნებაყოფლობით აბარებს ცხინვალის ცნობით, მოსახლეობა იარაღს ნებაყოფლობით აბარებს – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალის ცნობით, მოსახლეობა იარაღს ნებაყოფლობით აბარებს

ცხინვალის რაიონში მოსახლეობამ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტში ჩააბარა, – წერს სააგენტო რესი

“გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნებაყოფლობით, ე.წ. კალაშნიკოვის სამი ავტომატი, სამი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 37 ყუმბარა და საბრძოლო მასალები ჩააბარეს,” -აცხადებენ უწყებაში. 

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, ჩაბარებული იარაღის იდენტიფიკაციის პროცესში, დადგენილია, რომ ორი ავტომატი თავდაცვის სამინისტროდან 2008 წლიდან დაკარგულად ირიცხება.

 

იმის გამო, რომ მოქალაქემ ეს იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა, უწყებაში განმარტავენ, რომ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.


სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების მოწოდებით, მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ მიმართა. 




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია